geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტატიების მიღება სპეციალური გამოშვებისთვის „Women in Mathematics in the Caucasus“

Journal of Mathematical Sciences (SPRINGER NATURE) აცხადებს სტატიების მიღებას სპეციალური გამოშვებისთვის „Women in Mathematics in the Caucasus“.

 

სპეციალური გამოშვების მიზანია კავკასიის რეგიონში მოღვაწე ქალი მათემატიკოსების სამეცნიერო მიღწევების წარმოჩენა, კარიერულ განვითარება, მათი საერთაშორისო ხილვადობის გაზრდა და რეგიონული სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერება (დასაბეჭდად წარმოდგენილი ნაშრომის ერთი თანაავტორი მაინც ქალი უნდა იყოს).

გამოსაცემად მიიღება ორიგინალური კვლევითი ნაშრომები წმინდა და გამოყენებითი მათემატიკის მიმართულებით, მათ შორის:

 

  • ფუნქციონალური ანალიზი
  • ოპერატორთა თეორია
  • დიფერენციალური განტოლებები
  • რიცხვითი მეთოდები
  • აპროქსიმაციის თეორია
  • მათემატიკური მოდელირება
  • გამოთვლითი მათემატიკა
  • დისკრეტული მათემატიკა
  • კრიპტოგრაფია
  • მათემატიკის ინტერდისციპლინური გამოყენებები.

 

სპეციალური გამოშვება აერთიანებს როგორც გამოცდილ, ისე ახალგაზრდა მკვლევრებს საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და კავკასიის ფართო აკადემიური სივრციდან.

 

ინიციატივა ხელს შეუწყობს ქალი მათემატიკოსების პროფესიული ქსელების გაფართოებას, საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას და კავკასიაში ჩატარებული მაღალი ხარისხის მათემატიკური კვლევების უფრო ფართოდ წარმოჩენას.

 

სტატიების წარდგენის ბოლო ვადა: 28 თებერვალი, 2027

ჟურნალი: Journal of Mathematical Sciences (Shpringer nature)
სპეციალური გამოშვება: Women in Mathematics in the Caucasus

 

მოვუწოდებთ დაინტერესებულ მკვლევრებს, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და წარმოადგინონ თავიანთი სამეცნიერო ნაშრომები სპეციალურ გამოშვებაში.